სიახლეები
სკოლები

მეგობრობა, მემკვიდრეობა და გარემოზე ზრუნვა - ქვემო ქედის საჯარო სკოლის ეკო-კლუბების საგანმანათლებლო ვიზიტი სამთაწყაროში
11-04-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლამ წამოიწყო ღირებული საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ეკო-კლუბის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო ვიზიტი მეზობელ სოფელ, სამთაწყაროში. etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ, სკოლის დირექციის მიერ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელსიც დაწვრილებითაა გადმოცემული სკოლის აქტივობა და ამ აქტივობის მიზანი.

ინიციატივის მიზანი იყო, მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გაძლიერება, ეთნოკულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, საერთო იდენტობის აღმოჩენა და მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება.
რეგიონი, სადაც დღეს ცხოვრობენ ქვემო ქედის, ზემო ქედის, სამთაწყაროსა და არხილოსკალოს სოფლების მოსახლეობა, გამოირჩევა მრავალფენოვანი მიგრაციული ისტორიით. წარსულში ამ ტერიტორიებზე ჩამოსახლდნენ სხვადასხვა რეგიონიდან.

ზემო ქედი ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვემო ქედთან – ხშირად ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობები ორ სოფელში სახლობენ. მათ აერთიანებთ სოლიდარობა, ურთიერთპატივისცემა და ტრადიციების ერთგულება.

არხილოსკალო, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მუდამ იყო კულტურული გზაჯვარედინი. აქ თანაცხოვრობდნენ მრავალი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რამაც სოფელს მულტიკულტურული კოლორიტი შესძინა. სოფლის მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული როგორც კულტურულ, ასევე ეკოლოგიურ ინიციატივებში.

მოსწავლეებმა შეისწავლეს თავიანთი და მეზობელი სოფლების წარმოშობის ისტორია, გაეცნენ თანასოფლელთა ტრადიციებსა და ფესვებს, აღმოაჩინეს საერთო ღირებულებები, რაც აერთიანებთ მათ. მათ ასევე გაუზიარეს ერთმანეთს შემოქმედებითი ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.

ეს ინიციატივა არა მხოლოდ წარსულის გახსენებაა — არამედ მომავალზე ზრუნვა. ის მიმართულებაა, რომელიც ემსახურება ბავშვების ეკო-შეგნების, მულტიკულტურულობის პატივისცემისა და ისტორიული თვითმყოფადობის განვითარებას.

ინიციატივას სიხარულით დაეთანხმა და მხარი დაუჭირა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლამ. სტუმრებს თბილად და გულთბილად გაუმასპინძლნენ სკოლის ეკო-კლუბის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა გახოკიძე, სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური და მოადგილე ქალბატონი ელენე გრიგორიადისი.

მნიშვნელოვანი იყო ქვემო ქედის სკოლის დირექტორის – ქალბატონი ლელა დარძულის მხარდაჭერა, რომელმაც პროექტის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა და აქტიურად ხელი შეუწყო ინიციატივის ხორცშესხმას.

სამთაწყარო უნიკალური დასახლებაა თავისი მრავალფეროვანი მოსახლეობითა და კულტურული ფენებით. აქ თავს იყრიან ეკო-ემიგრანტები, რომლებიც სტიქიური უბედურებებისა და კლიმატური სირთულეების გამო იძულებით გადაადგილდნენ; ასევე ჰერეთიდან და საინგილოდან გადმოსახლებული ოჯახები, რომლებმაც სოფელში შემოიტანეს საკუთარი ტრადიციები, სითბო და შრომისმოყვარეობა.

განსაკუთრებული აღსანიშნავია მთიანეთიდან – განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთიდან ჩამოსახლებულები, რომლებიც ვაჟა-ფშაველას მხარდაჭერით დასახლდნენ დაბლობში. პოეტსა და მოღვაწეს სჯეროდა, რომ ეს ნაბიჯი მთის მოსახლეობისთვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკო-კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის წევრები, ასევე პედაგოგები. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ეკო-კლუბის, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები. სალომე და ნიკოლოზ სარდალაშვილებმა მასწავლებლებთან ერთად დაგეგმეს შეხვედრის დეტალები და გაამდიდრეს იგი სხვადასხვა აქტივობით. შეხვედრა ჩატარდა სითბოს, ინტერესისა და შემოქმედებითი ენერგიის ფონზე.

ქვემო ქედისა და სამთაწყაროს ეკო-კლუბების მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი სოფლებისა და სკოლების ისტორიები, შემოქმედებითი ნამუშევრები და მიიღეს მონაწილეობა ერთობლივ შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გარემოებების გაცნობას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს დასახლებები XX საუკუნეში, როდესაც კახეთიდან, მთიანეთიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებულებმა ერთობლივად შექმნეს ახალი საცხოვრებელი სივრცეები.

ეს იყო მეგობრობისა და იდენტობის აღმოჩენის დღე – აღმოჩენა იმისა, რომ ბუნებასთან თანაცხოვრება, ფესვების პატივისცემა და ურთიერთდახმარება არის ის ფასეულობები, რაც გვაერთიანებს.

შედეგად, დამყარდა მტკიცე მეგობრული კავშირი ორ სკოლას შორის; მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ცოდნა საკუთარი და ერთმანეთის მემკვიდრეობის შესახებ; გაჩნდა იდეები მომავალი ერთობლივი პროექტებისთვის.

მადლობას ვუხდით ქვემო ქედის საჯარო სკოლას ინიციატივისთვის, ხოლო განსაკუთრებული მადლობა – სამთაწყაროს სკოლის ეკო-კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გახოკიძეს, კლუბის წევრ სალომე სარდალაშვილს და თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სარდალაშვილს – თბილი მასპინძლობისა და შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის.

განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ ლელა დარძულს მხარდაჭერისთვის, ეკო-კლუბის ხელმძღვანელებს – ქალბატონ ნათია წიკლაურსა და ქალბატონ გვანცა მამუკაშვილს – ინიციატივის ავტორებსა და სულისჩამდგმელებს.

ერთად ვუფრთხილდეთ ჩვენს მემკვიდრეობას — როგორც ბუნებრივს, ისე კულტურულს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ინფორმაცია სკოლებისთვის - თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადა იწურება

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ქულების გასაჩივრებას 19 დეკემბრიდან შეძლებთ

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება - ცნობილია შემადგენლობა და უფლებამოსილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ეს წარმატება მათი სპორტის მასწავლებლის, სარქის მარქარიანის, დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგია

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება