სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭალადიდის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2025
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში გაიმართა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის სისხლიანი ღამე და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

„9 აპრილი არის არა მხოლოდ საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ნაწილი, არამედ გმირობისა და ეროვნული ერთიანობის უდიდესი მაგალითი. 1989 წლის ამ დღეს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, რათა თავისი გულითადი პროტესტი გამოეხატა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მათი ძალა იყო მტკიცე რწმენა, რომ თავისუფლება – ჩვენი ერის სულია“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ამ მძიმე დღის ხსოვნას მოსწავლეთა თვითმმართველობამ და უშუალოდ მისმა ხელმძღვანელმა - მარიამ ჩაჩიბაიამ ჩაატარა პატივისცემით და სიყვარულით აღსავსე ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო დაღუპულ გმირთა უკვდავი ხსოვნის აღნიშვნა და მომავალი თაობისთვის მათი მაგალითის გაცოცხლება.

ღონისძიება გაჯარებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით - მათ შორის  გაიმართა დოკუმენტური პრეზენტაცია 9 აპრილის მოვლენების შესახებ, მოსწავლეებმა მხტვრულად წაიკითხეს პატრიოტული ლექსები, რომლებიც სევდას, გმირობასა და იმედს ასახავდა, 
ეროვნული სიმღერების შესრულება ერთიანობის და რწმენის სიმბოლოდ იქცა, მოსწავლეებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. შთამბეჭდავი იყო - მოსწავლეთა შექმნილი ნახატებისა და ესეების გამოფენა თემაზე – „თავისუფლება ჩვენი არჩევანია“.

„ჩვენი ვალია, რომ არ დავივიწყოთ ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე დასდო ქვეყნის თავისუფლებაზე. მათი ხსოვნა მუდამ ცოცხალია ჩვენს გულებში, მათ მიერ გაკვალულ გზაზე ჩვენ ვაგრძელებთ სვლას – სიამაყით, ღირსებით და მადლიერებით.
გახსოვდეს 9 აპრილი – ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სულიერ თავისუფლებას არ ეშინია ძალადობას.
ეს არის დღე, როდესაც ერმა თქვა – „არა მონობას!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება