| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ხასიათის ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დიდი სომეხი პოეტის - ჰამო საჰიანის შემოქმედებას.
ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო სომხური ენის მასწავლებელი — მარიამ კარახანიანი, რომლის ძალისხმევით ღონისძიება განსაკუთრებული შთაბეჭდილების მქონე და მრავალფეროვანი გამოვიდა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ბიოგრაფიული ცნობები ჰამო საჰიანის ცხოვრების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნეს მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და წვლილი სომხური პოეზიის განვითარებაში.
ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდა მუსიკალური ნომრები — საჰიანის ლექსების ტექსტებზე შექმნილი სიმღერები, რომლებიც მოსწავლეებმა შეასრულეს.
ლიტერატურულმა საღამომ არა მხოლოდ გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა სომეხი კლასიკოსის შემოქმედების შესახებ არამედ ბავშვებს საშუალება მისცა წარმოეჩინათ შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა