სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„9 აპრილი - დღე ტრაგედიისა და დღე თავისუფლებისა!“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ისტორიულ თარიღს მასშტაბური ღონისიძიება მიუძღვნეს
10-04-2025
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ახლახან, სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა - „9 აპრილი - დღე ტრაგედიისა და დღე თავისუფლებისა!“

ისტორიის კათედრისა და სკოლის თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიების ფაარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს შთამბეჭდავი პრეზენტაციები, რომლებშიც გააერთიანეს:

ისტორიული ფაქტები;

დოკუმენტური მასალები;

ფოტო და ვიდეო ქრონიკები;

მცირე ლიტერატურული ტექსტები - განცდილი, გულიდან ამოსული სიტყვები, რომლებსაც დრო ვერ აკლებს სიმძაფრეს...

„პრეზენტატორებმა ღონისძიებას ინტერაქციული ელემენტებიც შემატეს - აუდიტორიას კითხვებით მიმართეს, რათა მოსწავლეებისთვის ემოციის გადმოცემასთან ერთად, თარიღის მნიშვნელობის გააზრება კიდევ უფრო ღრმა და პირადი ყოფილიყო.

ღონისძიებას განსაკუთრებული სიმძაფრე შესძინა ქალბატონმა ირმა კოჭბიანმა — 9 აპრილის უშუალო მონაწილემ და ჩვენივე სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც მოზარდებს თავისი გადატანილი ტკივილი, სევდა და ამავე დროს სიამაყე გაუზიარა.

ეს იყო უმნიშვნელოვანესი ცოცხალი გაკვეთილი თავისუფლებასა და სამშობლოს სიყვარულზე.

9 აპრილი არ არის მხოლოდ ტრაგედიის დღე - ეს არის სიმამაცის, წინააღმდეგობისა და უკვდავი თავისუფლების რწმენის სიმბოლო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება