| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების და კიბერ ბულინგის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ V-VI კლასებში გაიმართა პრეზენტაცია და ვიდეორგოლების ჩვენება.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტ სივრცეში კიბერ ბულინგისგან და როგორ გამოიყენონ ინტერნეტი სწორად და მიზანმიმართულად.
პრეზენტაცია ჩაატარა სალომე მესხიამ, რომელმაც მოსწავლეებს აუხსნა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობა და მიაწოდა რეკომენდაციები,
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციაში და მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება ინტერნეტსივრცეში უსაფრთხო და მიზანმიმართულ გამოყენებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა