სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორები არიან ჩვენი მასწავლებლები სკოლის მიღმა?“ - თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლე პედაგოგის შემოქმედებას გვაცნობს
10-04-2025
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს რომ განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ეს კარგად იგრძნობა, როგორც სასკოლო სივრცეში, ისე მის გარეთ. აქ ყველა ერთმანეთის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. საინტერესო აქტივობებსა და შემოქმედებით საქმიანობაში ხელშეწყობას და მხარდაჭერას არა მხოლოდ მოსწავლეები გრძნობენ პედაგოგების მხრიდან, არამედ პირიქით, მასწავლებლებიც გრძნობენ ბავშვების თანადგომასა და გამხნევებას. ამის დასტური კი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლილე კუდოლაურის მიერ შექმნილი ნარკვევია, რომელიც მან ხელოვნების მასწავლებელს ეთერ ივანელაშვილს მიუძღვნა. ჩანაწერს  უცვლელად გთავაზობთ.

„...და მაინც, როგორები არიან ჩვენი მასწავლებლები სკოლის მიღმა? 


ხშირად მიფიქრია, როგორები არიან სასკოლო ურთიერთობების მიღმა ჩვენი მასწავლებლები? რა ინტერესები აქვთ? რა მოსწონთ? როგორ ცდილობენ საკუთარი შემოქმედების და შესაძლებლობების რეალიზებას საგანმანათლებლო სივრცის მიღმა?


ყოველდღიურად ჩვენ, მოსწავლეები, ვხედავთ მათ, როგორც ცოდნის გამცემებს, უფროს მეგობრებს, რომლებიც ჩვენი საუკეთესო მომავლისთვის იბრძვიან, გვასწავლიან, გვიზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, გეგმავენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, გვთავაზობენ სხვადასხვა შესაძლებლობებს, რათა გადავდგათ ეტაპობრივი ნაბიჯები წარმატებული მომავლისაკენ.


და მაინც, როგორები არიან ჩვენი მასწავლებლები სკოლის მიღმა?

დღეს მინდა გაგაცნოთ, ჩვენი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ეთერ ივანელაშვილი და მისი შემოქმედებითი სახელოსნო HerbalArt -ჰერბალ არტი, რომელიც 3 წლის წინ დააფუძნა. ნამუშევრების შესაქმნელად ეთერი მასწავლებელი ბუნებრივად გამშრალ ყვავილებს და მცენარეებს იყენებს, რომელსაც თავად აშრობს და შემდეგ გამორჩეული დიზაინის მქონე ხელნაკეთ აქსესუარებს და დეკორატიულ პანოებს ქმნის. მისი ნამუშევრებში ბუნების სილამაზის მარადიულობის ასახვაა", -  წერს სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე და პედაგოგის ნამუშევრების ვიდეოსაც გვიზიარებს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება