| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჟამად, სკოლა ჩართულია საგანმანათლებლო პროექტში - „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მათთან შეხვედრისას, ბატონმა გია მურღულიამ გაუზიარა მის მიერ შექმნილი რესურსი -,,მცირე პროზა“.
ეს რესურსი წარმოადგენს უცხოელი ავტორების მცირე ზომის ნაწარმოებების კრებულს. ლიტერატურულ კლუბ ,,ბავლის“ ხელმძღვანელი მასწავლებლებისათვის (გულისა გეგეშიძე, ზაზა შულაია) მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები იცნობდნენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურასაც. ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ საუკეთესო რესურსია ,,მცირე პროზა“.
კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს კრებულში შეტანილი იაპონელი მწერლის - რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოები ,,ნანკინელი ქრისტე“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა