| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში გაიმართა სევდითა და მწუხარებით აღსავსე ღონისძიება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი ისტორიული დღის მნიშვნელობის გააზრება და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება.
სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სისხლიან ღამეზე, როდესაც მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა ძალადობრივად ჩაახშეს და სასტიკად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, რამაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით კი დაშავდა.
მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პრეზენტაციები, წარადგინეს პოსტერები და ნახატები, რომლებშიც გამოხატული იყო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ახალგაზრდების სულიერი სიმტკიცე.
ღონისძიების დამსწრეთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა