სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცაგერის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით დაიწყო 
10-04-2025
-
+


ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ახლახან, სკოლაში დედაენის დღისადმი (14 აპრილი) მიძღვნილმა კვირეულმა აიღო სტარტი. 

პროექტის ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე შორენა ხეცურიანი განხლავთ.

უკვე განხორციელდა სამი საგანმანათლებლო აქტივობა:

1.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თავიანთ კლასებში ჩაატარეს ლექცია ქართული ენის წარმომავლობისა და განვითარების შესახებ.

2. ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში საფეხურების მიხედვით.

3. მე-3 კლასის დამრიგებელმა, ნონა ბერიძემ თავის სადამრიგებლო კლასში განახორციელა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია -  „ენა ისეთი, ქართული როა...“, რომელსაც მოსწავლეთა მშობლები და სკოლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.         

კვირეული საინტერესო და მიზანმიმართული აქტივობებით არის დატვირთული. კვირეული 14 აპრილს მხატვრულ- მუსიკალური კომპოზიციებით შეჯამდება. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება