სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, ფილმის ჩვენება და დებატები მოეწყო
10-04-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

დღეს, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეებს სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დებატები მოეწყო.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი ისტორიული დღის მნიშვნელობის გააზრება და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება. სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, რომ ახალი თაობა არ ივიწყებს წარსულს და კარგად იცის თავისუფლების ფასი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება