სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აზმანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
10-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც უფროსკლასელებმა, ისტორიის მასწავლებლის დახმარებით, უმცროსკლასელებთან ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი სისხლიანი მოვლენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევის შესახებ. აღნიშნულ მოვლენებზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს სხვა მასწავლებლებმაც.

შეხვედრა გადაიზარდა დისკუსიაში, რაც საინტერესო და ინტერაქტიული აღმოჩნდა ყველასთვის.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ ისტორიული დღის მნიშვნელობის გაცნობა, დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება