სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხანდოს საჯარო სკოლა გაზაფხულის შემობრძანებას მასშტაბური ღონისძიებით შეეგება
08-04-2025
-
+


​ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ხანდოს საჯარო სკოლის მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანებას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს, აქტივობას კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხელმძღვანელობდა.

„ლამაზი ზეიმით მოგვილოცეს ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები... ისინი საინტერესო პროგრამით წარდგნენ ჩვენ წინაშე, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს დედებს, მასწავლებლებს,  გაზაფხულს... წარმოადგინეს თემატური ანდაზებიც.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის დღესასწაულები ტრადიციულად, ყოველ წელს ტარდება ჩვენს სკოლაში. ამ წელს დაემთხვა სომხეთში „დედის დღეს“, ამიტომ ბავშვებმა დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი“ - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება ემოციური იყო, ბედნიერმა მშობლებმა კი მადლიერება გამოხატეს ბავშვებისა და პედაგოგების მიმართ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება