სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შინდისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარეს
08-04-2025
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის, თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან, მათ შორის გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობენ

როგორც სკოლაში გვიამბობენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, მარინა ჯარმელიშვილის ინიციატივით, სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა, პროექტ „გარემოს დაცვის“ ფარგლებში, შინდისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარეს - დაასუფთავეს ნიადაგი სარეველა მცენარეებისგან, გამხმარი ხეებისა და ნარჩენებისგან.

„სკოლის დირექცია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს: 

ლიკა მეზურნიშვილს, ანი ტოტოღაშვილს, ანასტასია მირზაშვილს, ქეთა პაპიაშვილს, ელენე მირზაშვილს, ნინო ტოტოღაშვილს, ანანო მეზურნიშვილს, ნინი მეზურნიშვილს, ნიკოლოზ ხიზანიშვილს, გიორგი მეზურნიშვილს, სანდრო მეზურნიშვილს, საბა მეზურნიშვილს, ლუკა შინდელიშვილს, ანდრია გიორგობიანს“, - აღნიშნულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის, თბილისის N212 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება