| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება შეემატა.
დედისა და სილამაზის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ემოციური, გულთბილი და ხალისით სავსე აღმოჩნდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მე–2 კლასის პედაგოგი ალისა დუმოიანი, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მოამზადა აღსაზრდელები ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად.
სცენა გაზაფხულის სიმბოლიკით მოერთო – ყვავილებით, ფერადი პოსტერებითა და მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრებით.
პატარები დიდი მონდომებით წარდგნენ სცენაზე: წაიკითხეს ლამაზი ლექსები დედაზე, იმღერეს თემატური სიმღერები და შეასრულეს მხიარული ცეკვები, რომლებიც სითბოსა და პატივისცემას გამოხატავდა დედების მიმართ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. პატარების გულწრფელი და ემოციური გამოსვლები დიდხანს დაამახსოვრდება დამსწრე საზოგადოებას. მათ შეძლეს ყველაზე მნიშვნელოვანი – გადმოეცათ სიყვარული და მადლიერება ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართა.
ღონისძიებამ მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა