| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელი შექმნეს.
მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტები ხალსით შეისწავლეს, ცოდნის განსამტკიცებლად კი შემოქმედებითი აქტივობაც შეასრულეს. აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათია ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც საგნობრივ განათლებასთან ერთად მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა