სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა რევაზ ინანიშვილის - „ფიროსმანი“, „აზროვნების ექვსი ქუდის“ გამოყენებით გაანალიზეს
11-04-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განვითარებაზე, არამედ მათი ანალიტიკური უნარების, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სააზროვნო უნარების განვითარება სწავლა-სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. კრიტიკული აზროვნების მეთოდებს შორის ცნობილია ედუარდ ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“. ეს მეთოდი განასახიერებს ექვს განსხვავებულ მიდგომას: ობიექტურ ანალიზს (თეთრი), ემოციურ რეაქციას (წითელი), პოზიტიურ ხედვას (ყვითელი), კრიტიკულ შეფასებას (შავი), შემოქმედებით აზროვნებას (მწვანე) და პროცესის ორგანიზებას (ლურჯი).

„აზროვნების ექვსი ქუდის“ გამოყენებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლალი კაშიას ხელმძღვანელობით მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა გააანალიზეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფიროსმანი“.

სწავლების პროცესი შთამბეჭდავად წარიმართა: მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით დაიყვნენ ჯგუფებად და თითოეულს განესაზღვრა კონკრეტული „ქუდი“. ისინი გაეცნენ მეთოდის ინსტრუქციებს, დამხმარე კითხვებს და შეუდგნენ მუშაობას.

თეთრი ქუდის მფლობელები საინტერესოდ მოყვნენ, თუ როგორ შეუძინეს მხატვარს მეგობრებმა ღვინის სარდაფი, თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით, როგორ ატარებდა დღეებს მხატვარი ფუნჯითა და ჭიქა არყით ხელში, როგორ შეიცვალა ნიკალას ცხოვრება თვალებფოფინა მარგარიტას გამოჩენის შემდეგ ,როგორ დაუფიქრებლად გაყიდა ყველაფერი, როგორ დააზვინინა ათი ეტლი ყვავილებით, როგორ ვერ იმყოფინა ღვინო და იეთიმ გურჯის ლექსები, როგორ ვერ მიუსწრო მარგალიტას, როგორ წაიქცა ხელადით ხელში ბალახზე და როგორ ატირდა ბავშვივით... მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა კი მიმოიხილა, რა იყო ამ ისტორიაში რეალური, რა _ გამოგონილი და დაასკვნა, რომ ზოგჯერ რეალობასა და ლეგენდას შორის განსხვავება ძნელი დასაჯერებელია.

წითელი ქუდის მფლობელებმა გამოხატეს ემოციები, შეგრძნებები. ისაუბრეს ტექსტის კითხვის დროს თუ რა შთაბეჭდილებები შეექმნათ, რამდენად მგრძნობიარედ შეძლო ავტორმა ამა თუ იმ ეპიზოდის გადმოცემა. „ეს მოთხრობა ფიროსმანის შესახებ არ არის. ეს ჩემი ამბავიც არის, შენიც და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთხელ მაინც შეშლილივით უყვარდა“,- ასე დაასკვნა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

ყვითელი ქუდის მფლობელებმა ყურადღება გაამახვილეს მოთხრობის დადებით ასპექტებზე. მათ იმსჯელეს, რამდენად პოზიტიური იყო ნიკალასა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია და ღირდა თუ არა გრძნობისთვის მსხვერპლის გაღება. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ფიროსმანის სიყვარული უანგარო და გულწრფელი იყო. იგი არ ითვლიდა დანახარჯს, არად დაეძებდა დანაკარგს. მარგარიტასთვის შეძენილი შემოდგომურა ყვავილებით დატვირთული ათი ეტლი თაიგულის შეძენა არა მხოლოდ სიუხვის, არამედ უსაზღვრო სიყვარულის გამოხატვა იყო. ერთ-ერთმა მოსწავლემ გაიხსენა შოთას სიტყვები: „სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა.“სწორედ რუსთველისეულ სიუხვეს გადაამეტა ფიროსმანმა. სიყვარული, რომელიც არ ითვლის დანაკარგებს და არ ელის ანაზღაურებას, ჭეშმარიტი და დიდებულია.

შავი ქუდის მფლობელები საკითხს პრაგმატულად და კრიტიკულად მიუდგნენ. მათ ნიკო ფიროსმანის ქმედებები, გადაწყვეტილებები და შესაძლო შეცდომები ობიექტურად შეაფასეს. მოსწავლეთა დაკვირვებით, ფიროსმანი ხშირად მოქმედებდა იმპულსურად და არ აქცევდა მეგობრების რჩევებს ყურადღებას. „ფიროსმანი მეგობრებსაც არ უგდებდა ყურს. ბევრჯერ შეახსენეს, ნაშუადღევს სხვაგან ხარ წასასვლელიო, მაგრამ ღვინო ვერ იმყოფინა. მოძალებულმა სასმელმა კი დააკარგვინა მოქმედების სიზუსტე.”

მწვანე ქუდის მფლობელებმა მოთხრობის ფინალი შეცვალეს. მათ მსმენელებს შესთავაზეს ალტერნატიული დასასრული, რომელშიც ნიკო ფიროსმანისა და მარგალიტას ისტორია განსხვავებულად სრულდება.

ლურჯი ქუდი მასწავლებელს ერგო, რომელიც წარმართავდა მთელ პროცესს. იგი უზრუნველყოფდა, რომ მოსწავლეებს თანმიმდევრულად და ეფექტურად გამოეყენებინათ „აზროვნების ექვსი ქუდის“ მეთოდი. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა განხილული საკითხები და დაასკვნა, რომ რევაზ ინანიშვილის - „ფიროსმანი“ ერთ- ერთი საუკეთესო მოთხრობაა.

გაკვეთილი იყო მეტად ეფექტური, საინტერესო და სახალისო. მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები, არგუმენტებული მსჯელობა. „აზროვნების ექვსი ქუდის“ ეფექტურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკოლის ბუღალტერმა 2 მილიონზე მეტი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა - შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ თანამშრომელი დაკავებულია

დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე

გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ მობილობის შედეგების ნახვის მერე, შეგიძლიათ თუ არა მობილობაზე უარის თქმა და რა შემთვევაში დაგიბრუნდებათ მობილობაში გადახდილი თანხა

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება