სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვენობნის საჯარო სკოლა სტიგმების წინააღმდეგ - მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
07-04-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამის დასტურია ქვენობნის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული აქტივობა, რომელიც აუტიზმის  ცნობადობის ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგმა მარიამ გოგიბერიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ  აუტიზმის მქონე ყველა ადამიანი განსხვავებულია. მათ შეიძლება ჰქონდეთ, როგორც დაბალი და საშუალო, ასევე, მაღალი ინტელექტუალური მონაცემები, ჰყავდეთ მეგობრები და იყვნენ საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრირებულნი; მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს  თემატური ნამუშევრები, წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიება, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციისთვის: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.



იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება