სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოჭბანის საჯარო სკოლამ მესაზღვრის დღეს საზღვრის მცველებს უმასპინძლა
07-04-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კოჭბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბავშვები აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, პედაგოგები საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

ამის დასტურია მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - კოჭბანის საჯარო სკოლამ სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს სასაზღვრო სამსახურის უფროსს, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკს, არსენა გიგაურსა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ კაპიტანს, დავით არაბულს უმასპინძლა, რომელიც ამჟამად ისტორიის მასწავლებელია.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტვობის ფარგლებში სტუმრებს მოსწავლეებმა (როგორც საბაზო და საშუალო, ასევე დაწყებითი III-IV კლასის მოსწავლეებმა) კითხვები კითხვები დაუსვეს, რომლებიც ეხებოდა საგნებს: „სამოქალაქო განათლებასა“ და „მე და საზოგადოებას“.

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შესახებ, ასევე ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყნის საზღვრებსა და საზღვრის მცველების, მესაზღვრეების რთულ, საპასუხისმგებლო ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

ინფორმაციისთვის: 21 მარტი ქართველი მესაზღვრის დღეა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცველი ორგანოა.

სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.

ქართველი მესაზღვრის დღე 1999 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება