სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საპირველაპრილო ხუმრობა“ - უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო ინგლისურენოვანი ღონისძიება 
11-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, პირველი აპრილის ტრადიციასთან დაკავშირებით, უჩმანის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის - კარინე თამასიანის ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „საპირველაპრილო ხუმრობა“. 

ამ ღონისძიებით მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად სიცილის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიება გამოირჩეოდა კრეატიულობითა და მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა წარადგინეს სახალისო დიალოგები, ინცენირებები. მათ ასევე, იუმორისტული ინგლისურენოვანი გამონათქვამები გააჟღერეს. 

სიცილით სავსე გარემოში ყველას საშუალება მიეცა, გამოეხატა პოზიტიური ემოციები და მეგობრებთან ერთად გაეზიარებინა მხიარული განწყობა. 

ღონისძიებამ არა მხოლოდ შექმნა მეგობრული ატმოსფერო, არამედ ხელი შეუწყო მოსწავლეთა  კრეატიულობის  განვითარება და ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას. პირველი აპრილი სკოლაში იქცა იუმორსა, ცოდნისა და პოზიტიური ემოციების გაზიარების ზეიმად. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება