| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს სხვადახვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობით უმრავალფეროვნებენ და აკადემიურ ცოდნასთან ერთად საჭირო უნარებს უვითარებენ.
მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასელთა გაკვეთილი თემაზე - „საათი“. მათ საინტერესო და სახალისო ფორმით ისწავლეს საათის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაკვეთილი მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლა: მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები. ბავშვები ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში, რომელმაც ხელი შეუწყო მათი კრეატიულობის, ესთეტიკური ხედვის განვითარებას. მათ კედლის საათი დაამზადეს და საინტერესო დიზაინიც შექმნეს.
სასწავლო პროცესის ასეთი ფორმა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა.
გაკვეთილს პედაგოგი სემა სადიხოვა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა