სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა როლური თამაში და საინტერესო აქტივობებით შესწავლილი - „მგელი და კრავი“
14-04-2025
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო და მეტად მნიშვნელოვნი ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის გაკვეთილი თემაზე – „მგელი და კრავი“, სიკეთე და ბოროტება“.

გაკვეთილს პედაგოგი მანანა ბასილაიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც არაერთ საინტერესო აქტივობას მიმართა, მათ შორის მოსწავლეებმა ლექსის პერსონაჟთა როლები მოირგეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და ბავშვებს საშუალება მისცა, შეეფასებინათ სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული მკაფიო ზღვარი.

მოსწავლეებმა ლექსის მეშვეობით გაიაზრეს, თუ როგორ იჩენს თავს უსამართლობა, ბოროტება. იმავდროულად, მათ ისწავლეს, რომ კეთილშობილება, სიმართლე და სამართლიანობა ადამიანის ყველაზე ფასეული მახასიათებლებია.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე განიხილეს იგავ-არაკის პერსონაჟთა ქცევა, მოტივები და ფასეულობები. ბავშვებმა აზრი გამოთქვეს, იმსჯელეს და საკუთარი გამოცდილებიდანაც მოიტანეს მაგალითები სიკეთისა და ბოროტების გამოვლინებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პედაგოგმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მორალურ შეფასებებზე საუბარს, რაც დაეხმარა ბავშვებს იმის გააზრებაში, რომ ცხოვრებაში სწორ გადაწყვეტილებებს ზნეობრივი ღირებულებები მიგვაღებინებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება