სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული საზეიმო კონცერტი წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 
11-04-2025
-
+


წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონცერტი დაგეგმილი იყო გიმნაზიის ეზოში, ღია საკონცერტო სივრცეში, მაგრამ უამინდობის გამო სორტულ დარბაზში გადაინაცვლა. 

სადღესასწაულო, საზეიმო კონცერტი შთამბეჭდავად წარიმართა. 

კონცერტის მონაწილეებს, პედაგოგებს, მშობლებს და კონცერტზე მიბრძანებულ საზოგადოებას მიესალმა და დღესასწაული მულოცა, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მან ისაუბრა ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე და საზოგადოებას გაახსენა მერაბ კოსტავას სიტყვები: „დაიმახსობრეთ, მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. 

კონცერტში მონაწილეობდნენ: გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“, (ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე), ხელოვნების სკოლის ვაჟთა ხალხური სიმღერის გუნდი, (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი), გოგონათა ფოლკლორული გუნდი, (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი) გიტარის შემსწავლელი სტუდიის აღსაზრდელები, (ხელმძღვანელი ნინო ამირანაშვილი), საესტრადო ვოკალური სტუდიის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ეკა ამაშუკელი), სკოლა-გიმნაზიის კლასები და სხვადასხვა საგნობრივი კლუბის წევრები.

კონცერტის დასასრულს პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა წაიკითხა ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება