სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სითბოსა და სიყვარულის ზეიმი ტაბაწყურის საჯარო სკოლაში - მე-2 კლასელებმა ბებიებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
13-03-2025
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლაში მარტის დღესასწაულები გამორჩეულად აღინიშნა.

მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბებიები სკოლაში მიიწვიეს და დედისა და ქალთა დღეები განსაკუთრებულად მიულოცეს. 

მოსწავლეებმა საყვარელი ქალბატონებს სითბო და სიყვარული გაუზიარეს და ხოტბა შეასხეს მათ ამაგს და ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ბებიებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, მეტი შეიტყვეს მათი ცხოვრების შესახებ და სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალეს. 

ბავშვებმა ბებოების პორტრეტებიც შექმნეს და მათ სიმბოლურად, ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ. 

ღონისძიება სკოლის დირექტორ არპინე ბადალიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ტაბაწყურის საჯარო სკოლის, დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. სკოლაში კი ამ დღეს ამ ლამაზი გრძნობების ნამდვილი ზეიმი მოეწყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება