| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მასწავლებლები ხშირად მიმართავენ პრეზენტაციას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას, მოსწავლეს უვითარებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
აღსანიშნავია, VII კლასში ჩატარებული პრეზენტაცია თემაზე - „ჰიდროსფერო და მსოფლიო ოკეანე“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს წყლის გარსის შესახებ, მის მნიშვნელობასა და რაციონალურ გამოყენებაზე. მათი სლოგანი იყო „დავიცვათ წყალი დაბინძურებისგან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრები.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ თეთრაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა