| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ამის ნათელი მაგალითია მათემატიკის კვირეული, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და მოზარდებს არაერთი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა.
ახლახან, კი სკოლაში მათემატიკის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რათა გამოეჩინათ თავიანთი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური სულისკვეთება. კვირეულის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და გამოწვევებით სავსე ამოცანებში, რომლებიც მათემატიკის სხვადასხვა დარგს ეხებოდა.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. აგრეთვე, დაჯილდოვდნენ პედაგოგებიც.
სკოლის დირექციის (სკოლის დირექტორი ქალბატონი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) თქმით, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების ინტელექტუალური და კრეატიული შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებასა და დასწავლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა