| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვენ მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ.
31 ოქტომბერს, მე-95 კლსაში (დამრიგებელი ლალი ტურიაშვილი) ჩატარდა პროგრამა 4R-ის (Reading, Writing, Respect and Resolution – კითხვა, წერა, პატივისცემა და გადაწყვეტილება) მე-4 გაკვეთილი.
როგორც სკოლაში ვგვეუბნებიან, აღნიშნული პროგრამა სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობ ერთ-ერთ ეფექტურ მიდგომად არის მიჩნეული ლიტერატურის სწავლებისა თუ სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის საშუალებით.
„პროგრამა სოციო-ემოციური სწავლის უნარების განვითარება-გავარჯიშების საშუალებას იძლევა როგორც გაკვეთილზე, ასევე სახლშიც. რეალურად, ეს არის წიგნიერებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს კონფლიქტების გადაჭრის, კულტურული მრავალფეროვნებისა და თანამშრომლობის შესახებ გაკვეთილებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროგრამა 4R ისეთი თემების შესწავლა-დამუშავებისთვის, როგორებიცაა: კონფლიქტი, გრძნობები, ურთიერთობები და საზოგადოება, ძირითად საშუალებად იყენებს საბავშვო ლიტერატურას. მოსწავლეები კითხულობენ, წერენ, მსჯელობენ და ივარჯიშებენ სხვადასხვა უნარს, რაც, თავის მხრივ, ამრავალფეროვნებს მათ სოციო-ემოციურ ქცევებს, როგორიცაა, მაგალითად, თავდაჯერებულობა და თანამშრომლობა.
გაკვეთილები, თავის მხრივ, წარმოადგენს ლიტერატურისა და სოციო-ემოციური სწავლის ტანდემს, სადაც მკაფიოდ კეთდება აქცენტი უნარების შესწავლა-გავარჯიშებაზე.
მოსწავლეებმა იმსჯელეს თამარ გეგეშიძის წიგნის - „ჩუმად უნდა იჯდე“ მიხედვით. წაიკითხეს მე-6, მე-7, მე-8 თავები, ისაუბრეს ტექსტში წამოჭრილ პრობლემაზე, კერძოდ: მოზარდების შეხედულებებსა და უფროს თაობასთან ურთიერთობაზე, რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები, სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები. მთავარი პერსონაჟის, 14 წლის შიოს, მოქმედებები დააკავშირეს საკუთარ გამოცდილებასთან. „ორმაგი ჩანაწერის დღიურით“ წარმოაჩინეს საკუთარი შეხედულებები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას