| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერნეტსივრცეში ქცევის წესებსა და ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას სწავლობენ.
სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა (მაია კაკაურიძე, ლალი ტურიაშვილი, მერი წიქვაძე, ნანა რუხაია, მარინე კაპანაძე ) ურთიერთთანამშრომლობით დაიწყეს პროექტის - „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ განხორციელება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ჩაშენებულია საგაკვეთილო პროცესში და მისი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ მედიაწიგნიერების უნარები, რაც ამდიდრებს თვითმართული სწავლის შესაძლებლობებს, აღრმავებს კონკრეტული საკითხების ცოდნას, ასევე, ზრდის მოტივაციას.
ერთ-ერთი გაკვეთილი პროექტის ფარგლებში დაგეგმა და ჩაატარა ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა - ნანა რუხაიამ.
მოსწავლეების გარკვეულმა ჯგუფმა გადაიღო ვიდეო-დიალოგები, სადაც გააზრებული შეცდომები იქნა დაშვებული. (ვიდეოს ტიტრების სახით გასდევდა სიტყვა „რეპროდუქცია“).
მე-7დ კლასის მოსწავლეებმა უყურეს ვიდეოს და დაევალათ, ამოეცნოთ მეტყველებისას დაშვებული შეცდომები (ლექსიკური, გრამატიკული და ინტონაციური) და წარმოედგინათ ისინი პოსტერების სახით, შეესწორებინათ და დაესაბუთებინათ ხარვეზის ხასიათი და შემდეგ ემსჯელათ.
„ასეთი სახის მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლეებს ეხმარება სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრეზენტაციისა და თანამშრომლობითი უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას