სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„AI-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები“- კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასში საინტერესო დისკუსია გაიმართა 
06-11-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისი“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სასკოლო საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა მოსაზრებები ძალიან საინტერესოა. 

ამჯერად, მე-7 კლასში, ინგლისური ენის გაკვეთილზე, დისკუსია - „AI-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები“ მოეწყო. მას საგნის პედაგოგი სალომე კაკაურიძე უძღვებოდა. 

მოსწავლეებმა თავიანთი აზრი ინგლისურ ენაზე ჩამოაყალიბეს. დადებით მხარეებად მიიჩნიეს, ის, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესებს აჩქარებს, აუმჯობესებს მათ სიზუსტეს და ნაკლები დრო იხარჯება. მათვე აღნიშნეს, რომ AI-ს მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტის შექმნა, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, მაგალითად, კოსმოსის კვლევა, რთული სამეცნიერო ანალიზები და ა.შ. მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის უარყოფით მხარეებსაც გაუსვეს ხაზი. 

აღსანიშნავია, რომ მათ პრეზენტაციაც გამართეს და წარმოაჩინეს, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის საკლასო ოთახი, სადაც მოსწავლეები 3D სათვალეებით იქნებიან აღჭურვილნი, ხოლო სასწავლო პროცესს რობოტი მასწავლებელი წარმართავს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ინგლისურ ენაზე საუბრის, მოსმენისა და კომუნიკაციის უნარები, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები,  რაც მათ დაეხმარებათ, რომ უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.

„ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა. AI-ს შეუძლია ადამიანების ნაცვლად შეასრულოს საშიში ან მძიმე სამუშაოები, რაც ამცირებს რისკებს და ადამიანების სიცოცხლეს იცავს. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამებზე და მის პროდუქტებზე. მაგ:  ChatGPT, GEMINI, TESLA , GOOGLE. ასევე, დაასახელეს უარყოფითი მხარეები, როგორიცაა  დასაქმების პრობლემები: ტექნოლოგიური პროგრესი ამცირებს დასაქმების შესაძლებლობებს. ზოგიერთი პროფესია შესაძლოა მთლიანად გაქრეს, რადგან მანქანები და პროგრამები მათ უფრო სწრაფად და ზუსტად ასრულებენ. ასევე, AI ტექნოლოგიები ხშირად იყენებენ დიდი რაოდენობით პირად მონაცემებს, რაც შეიძლება კონფიდენციალურობის დარღვევის ან ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემების მიზეზი გახდეს. AI-ს განვითარება შეიძლება იწვევდეს სიტუაციებს, როდესაც ადამიანი მას სრულად ვერ აკონტროლებს. მაგალითად, ზოგიერთმა ავტომატურმა სისტემამ შეიძლება შეცდომა დაუშვას ან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საფრთხისშემცველი შეიძლება აღმოჩნდეს. AI-ს სწრაფმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება- ის, რომ ადამიანებს ნაკლებად შეეძლებათ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა.

დისკუსიის ბოლოს, ერთხმად შეთანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ AI-ს დადებითი მხარეები დიდ სარგებელს გვთავაზობენ, აუცილებელია, პასუხისმგებლობით გამოვიყენოთ, რათა უარყოფითი ასპექტები მინიმუმამდე შემცირდეს, თუნდაც ის, რომ „რობოტი მასწავლებელი“ ვერ ჩაანაცვლებს „ადამიან მასწავლებელს“, რადგან მათთვის მთავარია ცოცხალი ურთიერთობები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები: 

ვიდეო 

ვიდეო

ვიდეო 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება