სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება დამიის საჯარო სკოლაში
06-11-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე. დამსწრე საზოგადოებამ ნახა მცირე ვიდეოკოლაჟი ამაგდარი მასწავლებლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

„დიდი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელია საქართველოში. ის დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში“, - აღინიშნა სკოლაში.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) პედაგოგები: ელენა მამულიანი და რუზანა კარაპეტიანი.

აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება