| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ამის ნათელი მაგალითია, მე-4 კლასელთა ბუნების გაკვეთილი თემაზე - „დაჯგუფება“, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, რომ დიდ სუპერმარკეტებში და აფთიაქებში უამრავი პროდუქცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვითაა დაჯგუფებული. მათ შეუძლიათ აირჩიონ ის განყოფილება, სადაც მათთვის სასურველი პროდუქტების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.
როგორ მოსწავლეთა პედაგოგი გვიყვება, კლასი ოთხ ჯგუფად დაყო და მოცემული თემის განმტკიცების მიზნით, მოსწავლებთან ერთად სუპერმარკეტებსა და აფთიაქს ესტუმრა.
მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ, ათვალიერებდნენ რა ნიშნის მიხედვით იყო განაწილებული პროდუქცია. თითოეულ განყოფილებაში რისი შეძენა შეეძლოთ და აკეთებდნენ ჩანაწერებს.
გაკვეთილზე კი დააჯგუფეს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, გაანალიზეს და პრეზენტაციაზე მარტივი სქემის სახით წარმოადგინეს.
ბოლოს ჯგუფებმა ერთმანეთს შეადარეს დაკვირვების შედეგები.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი