| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა ავსტრალიაში ბინადარი ცხოველების შესახებ საინტერესო და ძალიან ლამაზი ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს. მათ პედაგოგი თეონა ზუხბაია ხელმძღვანელობდა.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
„როცა კლასის დასაკეტად შევედი და იქ ასეთი სილამაზე დამხვდა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ასეთი შთამბეჭდავი ნამუშევრისთვის და მასწავლებელს - ასეთი საინტერესო დავალების მოფიქრებისთვის. სწორედ ასეთი კრეატიული პროექტები აღვივებს ბავშვებში სწავლის სიყვარულს და ცოდნის მიღების სურვილს! “, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას