სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის კათედრამ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს კვირეული მიუძღვნა
05-11-2024
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, დაწყებითი კლასის კათედრამ იაკობ გოგებაშვილის კვირეული ჩაატარა.

კვირეულის ფარგლებში, კათედრის წევრებმა მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს. მოეწყო კალიგრაფიისა და მხატრული კითხვის კონკურსები, მოძრავი ბიბლიოთეკით წაკითხული ტექსტების პრეზენტაცია. გარდა ამისა, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი, პოსტერი და დიორამები შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი კლასის მოსწავლეებმა სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.

კვირეულის ბოლოს, კათედრამ დიდ მოღვაწეს ერთობლივი ღონისძიება მიუძღვნა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და როლური თამაშები თუ სპექტაკლები გამართეს. კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს კი, სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება