სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N4 სკოლის მე-7 კლასელებმა პრეისტორიულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლეს
05-11-2024
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს განსაკუთრებულად საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმს, შესწავლილი მასალის - „ქვის ხანის" შესაჯამებლად, ეწვივნენ.

ისტორიის პედაგოგმა - ია გვენეტაძემ მოსწავლეებს სამუშაო გეგმა, ტესტური დავალების სახით, წინასწარ დაურიგა. მეშვიდეკლასელებს საგამოფენო დარბაზში არსებული ქვის ხანის ექსპოზიცია უნდა აღეწერათ და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი ჩაეტარებინათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმში შესრულებული დავალების დახმარებით, მოსწავლეები ბუკლეტს შექმნიან. გარდა ამისა, ქვის ხანის სამუზეუმო ექსპონატების მიხედვით, პრეზენტაციას მოამზადებენ და სასკოლო საზოგადოებას გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი დმანისის ნაქალაქარის მონახულება - ევროპასა და აზიაში ქვის ხანის უძველესი კერის საკუთარი თვალით ხილვა და აღქმა,  აღმოჩნდა. 

„აღნიშნული აქტივობის განხორციელებით, მოსწავლეებმა შეძლეს პრეისტორიულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენებისა და პროცესების სხვადასხვა ტიპის წყაროების საფუძველზე შესწავლა და ინტერპრეტირება. გააანალიზეს წყაროების მნიშვნელობა - წარსულის კვლევისთვის, შეძლეს ისტორიული მოვლენებისა და პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოკვეთა. იმსჯელეს პირველყოფილი ადამიანის განსახლების არეალსა და ბუნებრივ პირობებზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება