სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აღაიანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შერკინება გაიმართა 
05-11-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძოებაში ახალისებენ, საგნობრივ განათლებასთან ერთად კი ბავშვების ინტელექტუალური და ანალიზიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. 

21 და 22 ოქტომბერს, აღაიანის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის- „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ინტელექტუალური შერკინება სამ ასაკობრივ კატეგორიაში წარიმართა.   

  • I კატეგორია: მე-3, მე-4, მე-5 კლასები (9 გუნდი);
  • II კატეგორია: მე-6, მე-7, მე-8 კლასები (8 გუნდი);
  • III კატეგორია: მე-9, მე-10, მე-11 კლასები (4 გუნდი).

გუნდებს შორის სამივე კატეგორიაში გამოვლინდა თითო გამარჯვებული. 

I კატეგორიაში დაწინაურდა გუნდი „კაპიტანი საქართველო“;

II კატეგორიაში გამარჯვებულია გუნდი - „ტვინიკოსები“;

III კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა - „მატარებელი“. 

გუნდები 10 ნოემბერს ქალაქ კასპში საქალაქო პირველობაზე იასპარეზებენ.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მადლობას უხდიან სკოლის ხელმძღვანელსა და ყველა, იმ პეაგოგს ვისაც თამაშის წარმატებით წარმართვაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მარინა ქაწაშვილს ხელშეწყობისთვის, თამაშის კოორდინატორს - ქეთინო მიქაძეს თამაშის წარმართვისა და ორგანიზებისთვის, დამხმარე  პედაგოგებს, ჟიურის წევრებს - მაია გადიშვილს, ლალი ასლანიშვილს, საბა ჩიტაშვილს,რენია კუხტას, ,ჩვენს „მერცხლებს“ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს პასუხების ფურცლების დროულად  აკრეფისთვის. წარმატებები ჩვენს ყოჩაღებს, შევხვდებით საქალაქო პირველობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება