სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ გრანდიოზული საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა 
05-11-2024
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ტრადიციულად საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

„საშემოდგომო ფესტივალი „ანაბასისობა“ მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლისათვის, რადგან ის აერთიანებს სასწავლო პროცესს, შემოქმედებით აქტივობებს და საზოგადოებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც გვეუბნებიან, ფესტივალის  ჩატარებამ სკოლაში ხელი შეუწყო როგორც სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას, ისე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. ფესტივალზე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ  გამოევლინათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები ხელოვნებაში, მუსიკაში, სცენარებისა და დეკორაციების შექმნაში.

მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარადგინეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები ქართული კინოფილმებიდან, მიუზიკლებიდან.

„წელს ფესტივალში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ჩავრთეთ, რომელმაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ერთი კუთხე ქონდა დათმობილი ხელნაკეთ ნივთებს.   

ფესტივალმა ხელი  შეუწყო მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების თანამშრომლობას და მათ საერთო ღირებულებებზე და ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

კლასის საშემოდგომო კუთხის შექმნაში მასწავლებლებთან ერთად მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

„სკოლის ეზო მრავალფეროვანი აქსესუარებით იყო მორთული თითქოს საქართველოს მთელი შემოდგომა აქ გადმოეტანოთ“, - ამბობენ სკოლაში.

ყველა კლასის სივრცე იყო ორიგინალური, ლამაზი, სიურპრიზებით სავსე. ფესტივალის იდეა ითვალისწინებდა ტრადიციების შენარჩუნებას და სწავლებას: საშემოდგომო თემატიკის აქტივობებით: ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება.

მოსწავლეები გაეცნენ  შემოდგომის ტრადიციებს, სიმბოლოებს და კულტურულ მნიშვნელობებს, რამაც გაამდიდრა მათი ცოდნა და ინტერესი ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ. 

მათ ასევე განუვითარდათ სოციალური უნარები: ფესტივალზე ჯგუფური აქტივობების განხორციელებით უკეთესად ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ლიდერობის უნარები.

აღნიშნულ აქტივობებში პირველი - მეექვსე კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.

„ეს დღე იყო მათთვის გართობა და განტვირთვა: ფესტივალმა შექმნა მხიარული და თავისუფალი გარემო, სადაც მოსწავლეებმა ხალისიანად გაატარეს  დრო და უფრო მეტი მოტივაციით შეუდგებიან  სასწავლო პროცესს. საშემოდგომო ფესტივალი  მნიშვნელოვანი ღონისძიებაა , რომელიც ხელს უწყობს როგორც ცოდნის, ისე მოტივაციის, კულტურის და სოციალური უნარების განვითარებას. დიდი მადლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს პოზიტიური თანამშროლობისთვის, რომელმაც ფესტივალი სასკოლო კულტურის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად აქცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ფესტივალს ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ფესტივალი ასევე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება