სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
05-11-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში, საინტერესო სპორტული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, დაწყებითი კლასების (I, II, III და IV) მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით შიდასასკოლო სპორტული აქტივობა „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

„მხიარული სტარტები“ სკოლაში, სპორტის პედაგოგებისა და აღნიშნული კლასების დამრიგებლების ჩართულობით განხორციელდა.

„სპორტულმა აქტივობამ ჟრიამულით ჩაიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეჯიბრებაში პაექრობდა ოთხი გუნდი. აღნიშნულ გუნდებს მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები გულშემატკივრობდნენ. 

თამაშში გამოვლინდა პირველ ადგილზე გასული 2 გუნდი:

გუნდი „არქეოპოლისი“ -  I და II  კლასი;

გუნდი „ნოქალაქევი“ - III და IV კლასი;

სასკოლო აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული III და  IV კლასების მშობელთა გუნდი.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნანა ჯგერენაიამ, გუნდებს პირველი ადგილის მოპოვებისა და ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა და უსურვა შემდგომი წარმატებები. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება