სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ 1-ელ კლასში საანბანო პერიოდის დაწყება ტრადიციულად ზარ-ზეიმით აღინიშნა
05-11-2024
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში, ტრადიციული ზარ-ზეიმით „შებრძანდა ანბანი“. მასწავლებელმა, მარიამ მოდებაძემ ეს დღე ბავშვებს ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

„მარიამმა და მისმა მოსწავლეებმა საინტერესოდ განვლეს წინასაანბანო პერიოდი და გულმოდგინედ მოემზადნენ ანბანის შესახვედრად“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვებმა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს და პატარა ვიდეორგოლიც გადაიღეს.

ანბანის შემობრძანების დღე მათთვის განსაკუთრებულად  ამაღელვებელი იყო. თავიანთი ახლადშეძენილი ცოდნა დიდი ემოციებით გამოხატეს, ყურადღებითა და ხალისით ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში.

პირველკლასელებმა საინტერესო და შემოქმედებითი თამაშის - „ანდაზების ბორბლის“ დახმარებით გაიხსენეს ანდაზები და შინაარსობრივად დააკავშირეს შესწავლილ მოთხრობებთან.

ბავშვებისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა ბარათებზე მუშაობა, სადაც სხვადასხვა საგანი იყო გამოსახული. მათ კი ევალებოდათ გაერჩიათ „ი“ და „ა“  ასეო-ბგერებზე დაწყებული სახელები.

ანბანეთის სამეფოში“ მოგზაურობისას, ბავშვებს მეგზურობა გაუწიეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმა, რომლებმაც პატარებს საიდუმლო წერილები მოუმზადეს. თითოეულ წერილში საინტერესო კითხვები იმალებოდა. ბავშვებმა წარმატებით შეასრულეს ყველა დავალება და საბოლოოდ, მოიპოვეს ანბანის ჯადოსნური სამეფოს გასაღები“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მათ ასევე პირველი ასო-ბგერები დიდი მონდომებით მოხაზეს. საგაკვეთილო პროცესი კი მეტად გაამრავალფეროვნა ხელოვნური ინტელექტის ჩართვამ.

„ყოველივეს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, იაკობ გოგებაშვილის მილოცვაც დაემატა, რამაც ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულ და შთამბეჭდავ მოვლენად აქცია. „ანბანეთიდან“ გამოაბრძანეს და თან მოხაზეს პირველი მეგზურები - ასო-ბგერები „ა“ და „ი“. ბოლოს კი ჰელიუმის ბუშტებით ხელში, პატარები გამოემშვიდობნენ იმ დროს, როცა წერა-კითხვა არ იცოდნენ. ეს იყო ემოციური მომენტი-თითქოს პატარები ბავშვობას ემშვიდობებოდნენ და ცოდნის, ზრდისა და ახალი აღმოჩენების სამყაროში გადადიოდნენ“, - ასე აფასებენ სკოლაში ამ დღეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება