სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის ფინანსური წიგნიერების კლუბმა, დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივა განახორციელა
05-11-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ფინანსური წიგნიერების კლუბი  - SMART ფინანსები“. 

31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს, სკოლის ფინანსური წიგნიერების კლუბის - „SMART ფინანსების“ წევრებმა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივა განახორციელეს. კლუბის ხელმძღვანელის - მაკა თუთბერიძის მომზადებითა და ხელმღვანელობით კლუბის წევრმა  მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ფინანსური წიგნიერებისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მაკა თუთბერიძის, საქართველოს ეროვნული ბანკისსა და FinEdu-ს აქტიური თანამშრომლობით, მოსწავლეებმა მიიღეს მაღალხარისხიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები, რაც სკოლაში ახარებთ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელის მიერ გაწეულმა სისტემურმა მუშაობამ მოსწავლეების მომზადებისა და მობილიზების კუთხით შესანიშნავი შედეგი გამოიღო - უმცროსკლასელებმა დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი გამოიჩინეს.

„ვამაყობთ, რომ ჩვენს სკოლაში ინერგება ფინანსური განათლების ინოვაციური მიდგომები, სადაც უფროსკლასელები მენტორების როლში გვევლინებიან. ეს გამოცდილება მათ ეხმარება არა მხოლოდ ფინანსური ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება