სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფშაველის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 
05-11-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა, ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი. 

სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული „800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის“, ფარგლებში დაიგეგმა. 

აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში საგანმანათლებლო კერა - პირველდაწყებითი სკოლა 1886 წელს დაფუძნდა, მას შემდეგ კი, ამ კედლებში უწყვეტად იღებენ განათლებას ამ სოფლის და კიდევ ორი მეზობელი სოფლის: ლალისყურისა და ლეჩურის მოსწავლები.

შენობა, რომელშიც სასწავლო პროცესი წლევანდელ წლამდე მიმდინარეობდა, აშენდა გასული საუკუნის 70-71წწ. ექსპლოატაციაში შევიდა 1972 წელს. მას მერე ნახევარ საუკუნეზე მეტმა დრომ გაიარა.

„გასული საუკუნის 40-70 წლებში სოფლის საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა ეს შენობა, აქ უამრავმა ფშავლელმა, ლალისყურელმა, ლეჩურელმა და თქვენ წარმოიდგინეთ ქვემო ალვნელმა და ნაფარეულელმა მიიღო განათლება. ფშაველში სკოლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დგას, ყველა დროში გამორჩეული პროფესიონალი პედაგოგებით საამაყო“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ მალე შენობა თანამედროვე სტანდარტებს მოერგება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება