სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
04-11-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, IV კლასის მოსწავლეებისათვის (კლასის დამრიგებელი - ნ. ჯავახიშვილი) საყვარელ წიგნად დონალდ ბისეტის ზღაპრები - „ყველაფერი ყირამალა“ იქცა. 

მათ ამ წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ, სასკოლო საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი  პრეზენტაცია გამართეს, სადაც მოსწავლეებმა დონალდ ბისეტის ზღაპარი გამომსახველობით წაიკითხეს. გარდა ამისა, მეოთხეკლასელებმა როლური თამაშები გაითამაშეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეთა მშობლებიც ჩაერთნენ. ისინი, როლურ თამაშებზე დაყრდნობით, ამოიცნობდნენ და ასახელებდნენ დონალდ ბისეტის ზღაპრის სათაურს.   

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი ულამაზესი პატარა წიგნები სასკოლო საზოგადოებას ამაყად წარუდგინეს და პირველკლასელებს საჩუქრად გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება