| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და მათ ჩართულობას სხვადასხავ კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, ზვარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ კონკურსის - “ტვინების ბრძოლის” I ტური გაიმრთა. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფს შორის წარიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული სამი გუნდი: „ავანგარდი”, „ფენიქსი” და „ლეგიონი”. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად იასპარეზეს. ყველაზე მაღალი 63 ქულა კი „ავანგარდმა“ მოაგროვა.
„ტვინების ბრძოლაში“ ასევე მონაწილეობდნენ VI-VII-VIII კლასელების გუნდები: „თამარიონი” და „ელიტა”. პირველი ადგილი 61 ქულით „თამარიონმა“ დაიკავა.
ღონისძიების დაწყებამდე დაჯილდოვდნენ 2024 წლის გაზაფხულის სეზონის “ტვინების ბრძოლის” მონაწილე წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც დაძლიეს სასკოლო და რაიონული ტურები, შემდეგ რეგიონალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა და დიპლომები დაიმსახურეს. ეს მოსწავლეები არიან: მზია ლაცაბიძე, ხატია ლაცაბიძე, ნანა ღონღაძე, მარიამ ჩიტაძე, ირაკლი გველესიანი, სალომე გოგნაძე და მათე დალალიშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და შემდგომ წარმატებებს ვუსურებთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები::
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი