| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მამოტივირებელი და განმავითარებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მათემატიკის პედაგოგის - თეონა თოლორდავას ხელმძღვანელობით, მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. იქ, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებლმა, მოსწავლეებთან ერთად, ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ იმსჯელა. სკოლაში ჩაატარეს საინტერესო ვიქტორინა, ხოლო მოსწავლეები, პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის, სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ თეონა თოლორდავასა და მოსწავლეებს, საინტერესო და მეტად საჭირო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი