სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კლდის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ხეხილის ბაღი გააშენეს 
04-11-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბისა და მეათე კლასის მოსწავლეთა ჩართულობით სკოლის ეზოში გაშენდა ხეხილის ბაღი.

ბაღში, მოსწავლეებმა დარგეს ახალციხის საკონსერვაციო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“  საჩუქრად გადმოცემული ვაშლის ნერგები.

„აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის თეა კურტანიძის „ელკანასთან“ აქტიური თანამშრომლობით“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება