| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა ისტორიაში, პედაგოგ ფიქრია ხუჯაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „ჩემი თვალით დანახული ქვის ხანა“.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა.
„ისტორიის შესწავლა პრეისტორიით იწყება, პრეისტორიის საწყისი ქვის ხანაა. იდუმალებით, საოცრებებით, და უდიდესი „აღმოჩენების“ ხანა. სწორედ ქვის ხანაში ცხოვრობდნენ განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი ჰომინიდები. მოსწავლეებს აინტერესებთ მათი ცხოვრება, მიღწევები, განვითარების ეტაპები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეხორციელებია პროექტი“,- გვიყვება პედაგოგი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია ქვის ხანის ჰომინიდების შესახებ, თავიანთი წარმოშობით ააგეს პრიმიტიული საცხოვრებელი სახლები, შექმნეს ხის და ქვის საბრძოლო, სამეურნეო და სამონადირეო იარაღები. დაამზადეს ჰომინიდების საცხოვრებელის მაკეტები.
პროექტში მონაწილე მოსწავლეების შემართება-მოტივაცია და შექმნილი პროდუქტების ხარისხი დადებითად შეაფასა სასკოლო თემმა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას