| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს.
Iბ კლასში ჩატარდა ქართულ ანბანთან შეხვედრის საჩვენებელი გაკვეთილი.
ამგვარი ტიპის საჯარო პრეზენტაციები, სასიამოვნო პროცესი და მნიშვნელოვანი საფეხურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მათი თავდაჯერებულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.
პირველკლასელების საჩვენებელი გაკვეთილს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი ნინი კანტიძე.
რატომ არის ქართული ანბანი მნიშვნელოვანი, ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა აქტივობის ფონზე.
ქართულ ანბანთან გაცნობის საჩვენებელი გაკვეთილის გამართვა უმნიშვნელოვანესია რიგი მიზეზის გამო, რომელიც ავლენს მასწავლებლის თავდაჯერებულობას, საკუთარი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას საგაკვეთილო პროცესში. პატარები კი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და მოტივაცია ექმნებათ წინარე ცოდნის გამოვლენის - აზრის გამოხატვის თვალსაზრისით.
ამგვარი კოლაბორაციები მოსწავლეებს ეხმარება მასალის ღრმად შესწავლაში, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვასა და პასუხისმგებლობის გამომუშავებაში.
სწავლების ეფექტურად შესაფასებლად, საჩვენებელი გაკვეთილი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა.
მასწავლებელი ნინი კანტიძე დაწვრილებით აღწერს აქტივობის პერიპეტიებს:
„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ხელში აიღებს. აიღებს, გადაშლის და თითქოს, ისევ დაიბადაო“. დღეს კი, ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც, თითქოს თავიდან დაიბადნენ, რადგან დავიწყეთ ანბანის შესწავლა. ამ აღსანიშნავ დღეს კი, განსაკუთრებულად მოვაწყეთ საკლასო ოთახი.
ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გარდა შეძენილი ცოდნისა, დამატებით იხილეს ბიოგრაფიული ვიდეო ავტორის შესახებ. ისაუბრეს, თუ რატომ ეწოდა წიგნს დედაენა, გაიხსენეს ლეგენდა „აი იას” შექმნის შესახებ და რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექსიც მიუძღვნეს, როგორც მწერალს, ისე ამ უძვირფასეს წიგნს.
ბავშვებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, „უსუნო ყვავილი” და „ჯიუტი თხები”, რომელთა ირგვლივაც იმსჯელეს და შესაბამისი ანდაზებიც უძღვნეს.
გარდა ამისა, ჰქონდათ სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ გამოძერწეს ასოები „ა“ და „ი“, სამახსოვროდ შეინახეს „პირველი ხელნაწერი”.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას