სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები დაიმსახურეს
05-08-2024
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ახალგაზრდების წარმატებულ მომავალსა და ხარისხიან განათლებაზე ზრუნავს. 

ახლაც სკოლაში იმ შედეგებით ხარობენ, რასაც აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიაღწიეს. როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი etaloni.ge-სთან ამბობს, კურსდამთავრებულების ამ წარმატებას ელოდა და მათ წინსვლას უსურვებს. 

„რა თქმა უნდა, მათ წარმატებას ველოდით და ყველას ვულოცავ. მაღალი ქულების მოლოდინი გვქონდა, უფრო მეტასაც ველოდით. ბევრ აბიტურიენტს მაქსიმუმამდე მხოლოდ თითო ქულა დააკლდა. კარგი, ბეჯითი, მიზანმიმართული ბავშვები არიან და მათმა ასეთმა ხასიათმა შედეგი გამოიღო. ვულოცავ და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. რასაკვირველია, ჩვენი კურსდამთავრებულებისა და ამავდროულად, მთელი საქართველოს აბიტურიენტების წარმატებები მახარებს. ქართულში რეკორდული მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა, ამდენი რაც თავი მახსოვს, არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს თაობა კარგად და მაღალ დონეზე სწავლობს“,- ამბობს მურად ჯიშკარიანი.

რაც შეეხება უმაღლესქულიან აბიტურიენტებს. მე-122 კლასის მოსწავლე თეკლე ჭოღოშვილმა აღნიშნულ გამოცდაში მაქსიმალური, 60-დან 60 ქულა აიღო. მისი დამრიგებელია ნანა მესხორაძე, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპალიანი.

აბიტურიენტმა მაკა მშვილდაძემ მე-121 კლასი დაამთავრა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური, 60-დან 60 ქულა დაიმსახურა. მისი დამრიგებელი ელისო თედორაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ჭეიშვილი და ინგლისური ენის  მასწავლებელი ინგა შეყილაძე იყვნენ. 

კურსდამთავრებულებმა ინგლისურშიც დიდ წარმატებას მიაღწიეს. სოფიო ჩხობაძემ, რომელმაც მე-12 კლასი დაამთავრა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70/70 ქულა მიიღო. მისი დამრიგებელი თიკი სვანიძე, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია გაბუნია გახლავთ.

ასევე, ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა მიიღო თეკლა გოქაძემ, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლე იყო. მისი დამრიგებელი ელისო თედორაძე გახლდათ.

მე-12 კლასის კურსდამთავრებულებმა მარიამ ნემსაძემ და ანდრია იობიძემ, ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს. მათი დამრიგებელი ხათუნა აფრიდონიძე, ხოლო ინგლისურის პედაგოგი ცირა ქარსელაძე იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება