სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ ნანო ხორავას წარმატებული სპორტული კარიერით ამაყობს 
05-08-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა წარმატებაც სკოლის დასრულების შემდეგად გრძელდება. 

ერთ-ერთი ასეთი კურსდამთავრებული სპორტსმენი ნანო ხორავა გახლავთ, რომელიც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სტიპენდიანტი გახდა. სასკოლო საზოგადოება კი ნანოს მიღწევით ამაყობს. მისი დამრიგებელი ნანა ჩაკვეტაძე იყო.

ნანო ხორავა, 17 წლის სპორტსმენი, ახლა ძალოსანია, თუმცა აქამდე დიდი გზა გაიარა, რომელიც ფიგურული სრიალით დაიწყო. ის 5 წლის ასაკში ფიგურულ სრიალზე შეიყვანეს, გახდა საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, მაგრამ შემდეგ მძლეოსნობით დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია და 100-200-400 მეტრ დისტანციაზე არაერთი რეკორდი დაუმყარებია. კურსდამთავრებულმა ბოლოს ძალები ძალოსნობაში მოსინჯა. 

როგორც სხვა სპორტის სახეობებში, აქაც წარმატებულია და წელიწად-ნახევარია, რაც ეროვნული ნაკრების წევრია.

ნანო საქართველოს მრავალგზის პრიზიორია, აქვს რეკორდები და 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი სამჯერ მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის, სინკლერის სიის მიხედვით, ოცწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და 91-კილოიან ატაცში ქვეყნის რეკორდი დაამყარა.  

ნანო ხორავა ამჟამად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის ემზადება. სურს, სამეულში მოხვდეს. პარალელურად კი, აბიტურიენტია და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელის ფაკულტეტზე გამოცდების ჩაბარება სურს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება