სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველ წელს საუკეთესო შედეგს ვდებთ“-„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ 16-მა აბიტურიენტმა ქართულისა და უცხოური ენის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა მოიპოვა
05-08-2024
-
+


„ჩვენი სკოლა ყოველ წელს საუკეთესო შედეგებს დებს საქართველოში“ - ამ სიტყვებითა და დიდი სიამაყით იწყებს ჩვენთან საუბარს „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ ხელმძღვანელი მამუკა მესხიშვილი. რა არის იმაზე დიდი წარმატება, როცა სკოლის იმიჯს წარმატებული კურსდამთავრებულები ქმნიან! - ინგლისურ ენაში 15 მაქსიმალურქულიანი აბიტურიენტი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 1 უმაღლესქულიანი და 15 მაღალ ქულიანი აბიტურიენტი, რომლებმაც 55-ზე მაღალი შედეგები დადეს. 

„არის!“ - ასე ზეიმობენ სკოლაში კურსდამთავრებულების საუკეთესო შედეგებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი - 60 ქულა, ლიზა ჯოლბორდს ეკუთვნის! ხოლო 55-ზე მაღალი ქულების მფლობელი კურსდამთავრებულები არიან -  მარიამ ანსიანი, ანანო გოგიბერიძე, მარიამ ოყუჯავა, ნინი მენთეშაშვილი, ანა ანდღულაძე, ანა ჩაფიძე, დავით ხაინდრავა, ლიკა რაზმაძე, თიკო გოგლიძე, სალომე ტაბაღუა, გიორგი ჯიქიძე, ანა ხაჩიძე, ქეთი იმნაიშვილი, სოფიო ხავთასი და ელენე ბარქაია. 

სკოლა მადლობას უხდის  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს: თათია კოკაურს, მარინა ტყვაცირიასა და მედეა გიორგიშვილს გაწეული შრომისთვის. 

„სრული ფურორიი“- ასე შეაფასეს სკოლაში ინგლისურ ენაში მიღებული შედეგები,  70, მაქსიმალური ქულის მფლობელი კურსდამთავრებულები გახლავთ: მარიამ ანსიანი, ელენე ბარქაია, ელენე წულუკიძე, მარიამ გოგიშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ანა ანდღულაძე, ნუცა ჩუბინიძე, ანა ჩაფიძე, სალომე ტაბაღუა, ნინა ჯაფარი, თამარ ოზბეტელაშვილი, ანა ხაჩიძე და ქეთი იმნაიშვილი. 

69 ქულა მიიღეს აბიტურიენტებმა: სოფიო ხავთასმა, ლიზი ჯოლბორდმა, ანასტასია ონიანმა, გრიგორი კიკვაძემ, ანასტასია სონგულიამ, ოთარ გურაშვილმა, მარი ოყუჯავა​მ, სანდრო ცერცვაძემ, თიკა გოგლიძემ და მარი წაქაძემ. 

68 ქულის მფობელი კურსდამთავრებულები გახლავთ: ანანო გოგიბერიძე, სანდრო აბესაძე, მარია ნიდენსი, დავითი ხაინდრავა, გიორგი ჯიქიძე და ნინი მჟავანაძე

სკოლა მადლობას უხდის ინგლისური ენის კათედრის მასწავლებლებს, მოსწავლეების საუკეთესო შედეგებისთვის! 

კურსდამთავრებულების ქულებით  გახარებულია სკოლის ხელმძღვანელი მამუკა მესხიშვილი, რომელიც წარმატებას უსურვებს ახალგაზრდებს და მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს განსაკუთრებით აფასებს. 

„ჩვენი სკოლა ყოველ წელს საუკეთესო შედეგებს დებს საქართველოში. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლიზა ჯოლბორდმა მიიღო მაქსიმალური 60 ქულა, 15 კურსდამთავრებულმა კი, 55 ქულაზე მეტის დაგროვება შეძლეს, რაც შეეხება ინგლისურ ენას, ჩვენმა 15 აბიტურიენტმა მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო. ეს ყველაფერი იმის საწინდარი იქნება, რომ ჩვენი მოსწავლეები მათ მიერ არჩეულ, სასურველ უნივერსიტეტებში მოხდებიან. ცხადია, ჩვენი მოსწავლეები საქართველოში არსებულ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებს ირჩევენ, აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა უკვე ჩააბარა გამოცდები უცხოეთშიც, დაახლოებით 20 კურსდამთავრებული გვყავს, რომლებმაც საზღვარგარეთ უკვე ჩააბარეს გამოცდები და ძალიან წარმატებული სტუდენტები არიან. ჩვენი კურსდამთავრებულების ეს შედეგი, ბუნებრივია კოლექტივის და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აჩვენებენ საუკეთესო შედეგებს“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება