სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ მშობლებს, წარმატებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს“- შორენა ბერიძე, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლას დირექტორი შორენა ბერიძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მოსწავლეთა აქტიური მხარდამჭერი, მათ ნიჭისა და ცოდნის რეალიზებაში ეხმარება. 

მისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ სასკოლო საზოგადოებას. მოსწავლე-მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვით კი საყვარელ საქმეს ღირსეულად ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ერთიანობას, მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ის რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს და რომ სკოლა უნდა დაეხმაროს მათ იპოვონ ბუნებრივი ნიჭი. ასევე, სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს და სკოლის წარმატებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს, რომლებიც მოტივირებულნი მუდამ ზრუნავენ საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და მოსწავლეთა წარმატებაზე.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!“ -  აკაკი წერეთელი

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მუდამ იყვნენ პოზიტიურები და საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, საქართველოსა და მსოფლიოში. გამოიყენონ დრო, ოპტიმალურად  და შეძლონ საკუთარი ნიჭის დემონსტრირება.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- მონდომება და სწრაფვა მიზნის მისაღწევად. კრიტიკული აზროვნება, მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- უპირობო სიყვარულს, თანადგომას და მათი ბუნებრივი ნიჭის რეალიზებაში დახმარებას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- მოსწავლეთა ასაკიდან და ინტერესიდან გამომდინარე, შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვას.

-  საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ბევრი ნიჭიერი და წარმატებული თაობის აღზრდა-განვითარებას, მოტივირებულ  პედაგოგებს და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება