სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი სკოლა ჩემი სიამაყეა“ - არჩილ პაქსაძე, კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი
15-07-2024
-
+


„ჩემი სკოლა ჩემი სიამაყეა“ - აღნიშნავს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე, რომელიც მოწოდებულია ქვეყნას განათლებული და ღირსეული თაობა არუზარდოს. მისი თქმით, სკოლის წარმატების და წარმატებული მოსწავლეების საწინდარი ერთმუშტად შეკრული სასკოლო თემია, სადაც ყველას აქვს გათავისებული საკუთარი უფლება-მოვალეობები. 

მოსწავლეთა სიყვარულით გულანთებული აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს უნდა მივცეთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც რაღაც დროის შემდეგ უფრო მეტად გაგვაძლიერებს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სასკოლო საზოგადოების, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი ანუ სასკოლო თემის კმაყოფილებას. როცა ყველას გათავისებული აქვს თავიანთი უფლება-მოვალეობები. რაც თავისთავად მთავარი საწინდარია სკოლის წარმატების და წარმატებული მოსწავლეების.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ათასად კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობა“.

„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“ - ილია ჭავჭავაძე.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- არ ინერვიულონ და მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ურთიერთდაფასება, ურთიერთპატივისცემა, ეროვნული პატრიოტული იდეების სიყვარული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ყველა მოსწავლეში ვხედავდეთ საკუთარ მეს ღირსებას და ადამიანობას. მივცეთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც რაღაც დროის შემდეგ უფრო მეტად გაგვაძლიერებს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ვურჩევდი მათი ასაკის შესაბამისად  და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიონ საკითხავი ლიტერატურა, თუმცა ვურჩევდი პირველ რიგში სამშობლოს ისტორიით დაიწყონ. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ენერგიას, ოპტიმიზმს და დასახული მიზნების მიღწევას.

და ჩემთვის როგორც დირექტორისთვის წარმატებულ  სკოლას, წარმატებულ მასწავლებლებს და მოსწავლეებს.

„ჩემი სკოლა ჩემი სიამაყეა“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება